მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ გახსნის თარიღი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის - ნარმანია

საქართველო, თბილისი - 13:16 | 21.07.2017
ნანახია: 1117

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ გახსნის თარიღი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

მისივე თქმით,  გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ახალი სადგურის ტესტირებისას გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა, რამაც შესაძლოა, სადგურის გახსნის თარიღი გადადოს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მუნიციპალური განვითარების ფონდი კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ასრულებს ძირითად სამუშაოებს, რომლის შემდეგ ტესტირების პროცესი წარიმართება. გახსნის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე