ცხელ ხაზზე ქართველი დამსვენებლების მხრიდან შემოსული ზარები ძირითადად შიშს უკავშირდებოდა - ელჩი თურქეთში

საქართველო, თბილისი - 10:45 | 21.07.2017
ნანახია: 1135

ცხელ ხაზზე ქართველი დამსვენებლების მხრიდან შემოსული ზარები ძირითადად შიშს უკავშირდებოდა, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა. 
,,ბოდრუმში, საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა 6,3 ბალი დაფიქსირდა. თურქეთში დაზიანებულია ძველი შენობები და რაც მთავარია მსხვერპლი არ არის. სულ 90 ადამიანია დაშავებული. შეინიშნებოდა შიში და პანიკური მდგომარეობა. ღამის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ვინც იქ ისვენებს, ცხელ ხაზზე იყო შემოსული ზარები და ძირითადად შიშის მომენტი ჰქონდათ. საქართველოს მოქალაქეები მისწისძვრის შედეგად არ დაშავებულან”, - განაცხადა ელჩმა.

საბერძნეთის კუნძულ კოსზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე. „როიტერის“ ინფორმაციით, სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია. 
წინასწარი ვარაუდით, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება. 

მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე