არსებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საქართველო, თბილისი - 10:15 | 21.07.2017
ნანახია: 1461

არსებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. როგორც თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩეველი გელა ჯაფარიძე აცხადებს, მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებს 70-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა მათ შორის ქართველები არ არიან. 

„ამ ეტაპზე მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ცხელ ხაზზე დარეკეს ჩვენმა მოქალაქეებმა და გვითხრეს, რომ მათ არანაირი დაზიანება არ აღენიშნებათ მიწისძვრის შემდეგ, თუმცა შიშის გამო დატოვეს სასტუმროს შენობები და საცხოვრებელი სახლები“, - განაცხადა ჯაფარიძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

საბერძნეთის კუნძულ კოსზე 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე. „როიტერის“ ინფორმაციით, სტიქიამ ცუნამი და ნგრევა გამოიწვია. 
წინასწარი ვარაუდით, მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება. 

მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე