გია კორკოტაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება

საქართველო, თბილისი - 12:38 | 20.07.2017
ნანახია: 1210

ორგანიზაცია "სამოქალაქო სოლიდარობის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

სავარაუდოდ, გამოკითხვა თათია დოლიძის მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხება.

კორკოტაშვილს სამმართველოში შესვლის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს Fb-სტატუსის გამო ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ.  მოგვიანებით, მათ Facebook-ის პოსტი და კომენტარები წაშალეს და განაცხადეს, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით სხვები იმუქრებოდნენ.

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შსს-ს მიერ გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით დაიწყო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე