ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში - შოთაძე

საქართველო, თბილისი - 17:42 | 19.07.2017
ნანახია: 1460

ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი  მიხეილ სააკაშვილის  ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შემაფერხებელი ფაქტორი უკრაინის კონსტიტუციაა.

„ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში, რაზეც უარი გვაქვს მიღებული, ეს მოთხოვნები გაგზავნილია, ჩვენ ვთანაშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში. დღესდღეობით სააკაშვილის ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება საქართველოში სამართლებრივად არის კონსტიტუცია, მათი მოქალაქის უცხო ქვეყანაში ექსტრადირება არ შეიძლება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ამ საკითხზე მიმართული გვაქვს უკრაინისთვის. მოთხოვნა გაგზავნილია. სამართლებრივი რეაგირება რაც უნდა მოგვეხდინა მოვახდინეთ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე