ემზარ კვიციანი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული

საქართველო, თბილისი - 17:42 | 19.07.2017
ნანახია: 1334

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეპუტატი ემზარ კვიციანი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული,

საქმე ეხება ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის ლიკვიდაციის ვარაუდებზე  საუბრობს.

შოთაძის თქმით, საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან საუბარია ადამიანის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფაზე. 

”ჩვენ უკვე დავინტერესდით აღნიშნული საკითხით. შესაბამისი უწყება ჩაბარებულია და ველოდებით ემზარ კვიციანის გამოცხადებას გამოკითხვაზე. მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რადგან საუბარია ადამიანის სიცოცხლის შესაძლო ხელყოფაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან სწრაფად გავერკვევით”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

დეპუტატმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეწამყვან ვანო ჯავახიშვილის მკვლელობას გავლენიანი პირები გეგმავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე