დეკანოზის პროცესზე დღეს მეუფე დიმიტრის დაკითხავენ

საქართველო, თბილისი - 11:25 | 18.07.2017
ნანახია: 1288

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დღეს სასამართლო სხდომა განახლდა.

დღევანდელ პროცესზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი, ასევე პატრიარქის დისშვილი ქეთევან შიოლაშვილი, საპატრიარქოს ოქრომჭედელი და საქმის მთავარი გამომძიებელი დაიკითხებიან.

პროკურორის განცხადებით, მოწმეები მკვლელობის მომზადების მოტივზე ისაუბრებენ, ანუ ჰქონდა თუ არა მამალაძეს ანგარების მოტივი.

დღესვე დაიკითხებიან ის ადამიანები, რომლებიც პატრიარქს გერმანიაში მკურნალობის დროს ახლდნენ.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ეს მოწმეები ისაუბრებენ რამდენად ხელმისაწვდომი იყო შორენა თეთრუაშვილი ბრალდებულისთვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე