თბილისში 19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 20:10 | 17.07.2017
ნანახია: 1628

უზნაძის ქუჩაზე მოკლული 19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცავებმა მისი დაკავება ფოთში მოახერხეს. 

შეგახსენებთ, რომ  დღეს უზნაძის ქუჩაზე ყელგამოჭრილი გოგო იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, 19 წლის გოგო დეიდის სახლში ცხოვრობდა. მათი თქმით, დილით ოჯახის წევრები გოგონას ვერ დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც, ის მოკლული ნახეს. მეზობლები ასევე აცხადებენ, რომ გოგონა ბიძაშვილთან ერთად ცხოვრობდა სახლში, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის უცნობია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე