ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქის მკვლელობისთვის კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:36 | 17.07.2017
ნანახია: 1675

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის მოქალაქეზე თავდამსხმაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.

პირველი თავდამსხმელი რამდენიმე დღის წინ დააპატიმრეს.

გუდაუთის ე.წ. პროკურატურამ მოსკოველი ტურისტის მკვლელობისა და მისი ოჯახის წევრების გატაცებისთვის ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რუსეთის მოქალაქე ანდრეი კაბანოვი დანით მოკლეს. გარდაცვლილს თან ახლდა ცოლი და ორი შვილი და მეორე ოჯახის წევრები. ყველა მათგანი თავდამსხმელებმა გაიტაცეს. მოგვიანებით ისინი ე.წ. სამართალდამცველებმა  გაათავისუფლეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე