ე.წ ციანიდის საქმეზე დღეს, შესაძლოა შორენა თეთრუაშვილი დაიკითხოს

საქართველო, თბილისი - 11:13 | 14.07.2017
ნანახია: 1388

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა განახლდება.

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ჯერჯერობით პროკურატურა არ ასახელებს თუ რომელი მოწმეები დაიკითხებიან, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, დღეს პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დაკითხავენ.

მხარეები ვარაუდობენ, რომ მტკიცებულებების სრულად გამოკვლევა და საქმის არსებითი განხილვა ოქტომბერში დასრულდება.

ივლისში კი პროცესები ყოველი კვირის სამშაბათ და პარასკევ დღეს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე