შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:37 | 14.07.2017
ნანახია: 1140

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული  ზ.ბ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში  დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,1921 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული

საშუალების   68 აბი   და  ნატეხები ამოიღეს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და  მე-6 ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე