სამარშრუტო ტაქსი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 13.07.2017
ნანახია: 1388

სამარშრუტო ტაქსი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა სოფელ კაჭრეთში მოხდა. 

თვითმხილლველების თქმით, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრით შორს გადავარდა. 

დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოშია გადყვანილი. ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე