„აქ ზის თფილისი, ე.ი. მეგრელები“ - ლევან სუხიტაშვილმა კლუბი გახსნა
საქართველო, თბილისი - 11:47 | 11.07.2017 ნანახია: 10639
„აქ ზის თფილისი“ - ასეთი სახელწოდების კლუბი გახსნა მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა თბილისის ცენტრში. კლუბის პრეზენტაცია მსახიობმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალები“-ს მე-11 სეზონის დახურვას დაამთხვია.
მსახიობებმა და სტუმრებმა კარგად მოილხინეს. შთაბეჭდილებები კი „პრაიმნიუსჯორჯიას“ გაუზიარეს.
ნანუკა გულუა:
უდიდესი სიყვარულით ვარ ჩემი გუნდის მიმართ განწყობილი. ლევანის ინიციატივას, რა თქმა უნდა, ვუერთდები და რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ამ ადგილმა გაამართლოს და წარმატებული იყოს. ძალიან მყუდრო გარემოა და ძალიან ხმაურიანი საღამოები გვექნება ხოლმე. წარმატებებს ვუსურვებ და ძალიან ხშირი სტუმარი ვიქნები.
როგორ ფიქრობთ, სახელი გაამართლებს?
იცით რა არის, აქ იჯდა თფილისი, ეგრე არარის რა. შემოვედი და ვერცერთი თბილისელი ვერ ვნახე აქ ჩამომჯდარი. გაამართლებს რადგან აქ იჯდა თფილისი, ე.ი. მეგრელები ისხდნენ, ავტომატურად ამას ნიშნავს. ძალიან კრეატიული სახელია.
მარიშკა ჯავახაძე:
მე ზოგადად ძალიან მჯერა აურისა და ენერგიის. მგონია, რომ ჩვენი მე-11 სეზონის დამთავრება და ამ ბარის გახსნა ერთმანეთს დაემთხვა. ძალიან მომეწონა ინტერიერი, უცხო გარემოა და რაც მთავარია, კომფორტულია. მე და ნანუკა ხშირი სტუმრები ვიქნებით.
სალომე შარვაძე, მსახიობი:
ძალიან მაგარი ადგილი გაიხსნა. არის მყუდრო გარემო, შეგიძლია მეგობრებთან ერთად მოხვიდე და გაატარო ძალიან მაგარი დრო.
ნინო გაჩეჩილაძე:
აღმოჩნდა რომ ლევანს მსახიობობის გარდა, სხვა უნარებიც ჰქონია. აი, შესანიშნავი ბარი გახსნა, ძალიან აქტუალური სახელი დაარქვა. სიმბოლურია რომ დაემთხვა სეზონის დახურვას და ჩვენ გვაქვს კორპორატიული ბანკეტი.
რამდენად გაამართლებს სახელს?
არ ვიცი რამდენად გაამართლებს სახელს, გააჩნია ვინ მოვა ამ ბარში, მაგრამ თუ კოლორიტული ადამიანები ესტუმრებიან, რა თქმა უნდა გაამართლებს.
არის მათი ადგილი აქ?
კი, რატომაც არა.თბილისის ცენტრია, თავისუფლების მოედანია და ზუსტადაც აქ უნდა იჯდეს თბილისი.
ავტორი გიორგი საკარული, ფოტო ლუკა ხაბელაშვილი, PrimeNewsGeorgia


პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















