მესი თაფლობის თვეს კარიბის კუნძულებზე ატარებს (ფოტოკოლაჟი)

საქართველო, თბილისი - 14:31 | 10.07.2017
ნანახია: 1595

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ლიონელ მესი ცოლთან ანტონელა რიკუცოსთან და შვილებთან ერთად თაფლობის თვეს კარიბის კუნძულებზე ატარებს.

მესიის ოჯახთან ერთად ისვენებს „ბარსელონას“ კიდევ ერთი ფორვარდის ლუის სუარესის ოჯახიც.

მესისა დ ანტონელას საქორწილო ცერემონიალი არგენტინაში,  ლეოს მშობლიურ ქალაქში, ფეშენებელურ სასტუმრო როსარიოში გაიმართა.

ქორწილისთვის ატგენტინაში მსოფლიო დონის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. ცერემონიალს დაესწრო მომღერალი შაკირაც.

წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც მესი 5 წლის, ანტონელა კი 4 წლის იყო.

მათი ურთიერთობა 2008 წელს დაიწყო. ისინი ბარსელონაში ცხოვრობენ და 2 ვაჟი ჰყავთ: 5 წლის ტიაგო და 2 წლის მატეო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე