თუფაქი მადონას კანის ფერის გამო დაშორდა
საქართველო, თბილისი - 10:30 | 07.07.2017 ნანახია: 1804
აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს წერილი, რომელიც რეპერ თუფაქ შაკურს ეკუთვნის და ის 1995 წელს მადონასადმი აქვს მიწერილი.
წერილში ის მადონას პატიებას სთხოვს და განმარტავს, რომ მასთან დაშორების მიზეზი კანის ფერის განსხვავებაა. მისი თქმით, მას თაყვანისმცემლები ვერ გაუგებდნენ.
ლოტის საწყისი ფასი 100 ათას დოლარს შეადგენს.
ორი წლის წინ მადონამ აღიარა, რომ მას თუფაქთან რომანი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მათი ურთიერთობის სხვა დეტალები არ გაუმხელია.
თუფაქის წერილი 1995 წლის 15 იანვრითაა დათარიღებული, როდესაც ის ნიუ-იორკის ციხეში სასჯელს იხდიდა. ის საპყრობილეში სექსუალური ხასაითის შევიწროების ბრალდებით მოხვდა.
წელიწადნახევრის შემდეგ 1996 წლის სექტემბერში კი ლეგენდარული რეპერი ლას-ვეგასში მოკლეს.
წერილის დაწერის მომენტში ორივე მომღერალი თავიანთი დიდების ზენიტში იმყოფებოდა.
„შენთვის შავკანიან მამაკაცთან ერთად გამოჩენა შენს კარიერას არანაირად არ დააზარალებს, პირიქით - გაცილებით გახსნილი და საინტერესო იქნები“, - წერს მადონას 23 წლის თუფაქი.
„მაგრამ ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ვუღალატო იმ ხალხს, რომლის წყალობითაც გავხდი ის, ვინც გავხდი. როგორც ამბობდი, მე არ ვიყავი შენთვის ის მეგობარი, რომელიც შეიძლება ვყოფილიყავი“, - აღიარებს თუფაქ შაკური და მადონას პატიებას სთხოვს. თუფაქი თავის წერილში განმარტავს, რომ ზედმეტად ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო მადონას გვერდით, რომელიც იმ დროს 36 წლის იყო.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, თუფაქ შაკური მსოფლიოში ჰიპ-ჰოპის უდიდესი ფიგურა გახდა და დიდი გავლენა მოახდინა დღეს უკვე ცნობილ რეპერებზე.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















