ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მზადყოფნა შეამოწმეს

საქართველო, თბილისი - 10:46 | 06.07.2017
ნანახია: 1796

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ძარწემის პოლიგონზე, რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მზადყოფნა შეამოწმეს.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბის განცხადებით, წვრთნების მიზანია საჯარისო ნაწილების მომზადება ბრძოლის ველზე გადაადგილებაში, სამხედრო მანქანების შენიღბვას, დანაღმულ-ფეთქებადი ბარიერების გადალახვასა და პოზიციების გამაგრებაში.

სწავლებაში მონაწილეობა 2000-მა ჯარისკაცმა მიიღო, გამოყენებული იყო ათას ერთეულზე მეტი სამხედრო იარაღი და ტექნიკა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე