რონალდუმ სამივე შვილთან ერთად გადაღებული გულისამაჩუყებელი ფოტო გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 12:40 | 05.07.2017
ნანახია: 2332

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ცოტა ხნის წინ ტყუპების მამა გახდა. მას შვილები სუროგატმა დედამ გაუჩინა. ახალშობილებს ევა და მათეო დაარქვეს.

იმისათვს რომ ბავშვებთან მეტი დრო გაეტარებინა, კრიშტიანუმ რამდენიმე დღით ადრე დატოვა კონფედერაციის თასი, რომელიც რუსეთში იმართებოდა.

ახლა კი რონალდუ მამობით ტკბება და თავის ბედნიერებას თაყვანისმცემლებს უზიარებს.

ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პირველი ფოტო ახალდაბადებულ შვილებთან ერთად.

დღეს კი ოჯახი სრული შემადგენლობით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ამჯერზე კრიშტიანუმ Instagram-ზე ატვირთა ფოტო, რომელშიც ის თავის სამივე შვილთან ერთად არის აღბეჭდილი.

ევასა და მათეოს გარდა კადრში ასევე ჩანს ფეხბურთელის უფროსი ვაჟი - კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსი, რომელიც 7 წლისაა და რონალდუს ისიც სუროგატი დედისგან შეეძინა. თავის მემკვიდრეებთან ერთად კრიშტიანუ უზომოდ ბედნიერად გამოიყურება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე