„კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონფერენციაზე მსჯელობენ
საქართველო, თბილისი - 14:04 | 04.07.2017 ნანახია: 1538
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით გამართულ „ორმხრივი თანამშრომლობა ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ კონფერენციას ესწრება.
კონფერენციას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მონიე, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, საქართველომ 2014 წლიდან დიდი ძალისხმევა გასწია „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ასევე მაფიოზური ტიპის ახალი ფორმის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში. ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე ქმედებების სამართლებრივი კონტექსტის, მიზნის და საზოგადოებისთვის არსებული საფრთხის უკეთ გაცნობის საკითხებზე. ხაზი გაესვა დანაშაულთან ბრძოლაში საგამოძიებო სამსახურებს შორის თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ ბრძოლაში ფრანგულ და ქართულ მხარეებს შორის, სისხლის სამართლის გამოძიების ყველა დონეზე გამოცდილების ურთიერთგაცვლის და ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
კონფერენცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც მონაწილეები დანაშაულთან აქტიურად და ეფექტურად ბრძოლის მიმართულებით საკუთარ უწყებებში მიმდინარე პროცესებზე და გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















