საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა
საქართველო, თბილისი - 17:23 | 03.07.2017 ნანახია: 1542
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ყაზახეთის ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტს ორგანიზება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, სს „ყაზახ-ინვესტმა“ და ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და განვითარების სამინისტრომ გაუწიეს.
ღონისძიება ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში- ერმუხამეტ ერტისბაევმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა- ნინო ჩიქოვანმა გახსნეს. პირველ ნაწილში გაკეთდა ყაზახური კომპანიების პრეზენტაციები, ღონისძიების მეორე ნაწილში კი ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორებს საშუალება ჰქონდათ ორმხრივი შეხვედრები გაემართათ და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან ესაუბრათ.
ყაზახურ ბიზნეს-დელეგაციაში რამდენიმე სექტორი იყო წარმოდგენილი: საკვები პროდუქტები, სამშენებლო მასალები, საინჟინრო სექტორი, ფარმაცევტიკა, მეტალურგია, შეფუთვა და ქიმწმენდა. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში 20-მდე ყაზახური კომპანია ჩამოვიდა. ფორუმზე დასწრებისა და ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის სურვილი 75-მდე ქართულმა კომპანიამ გამოთქვა.
ბიზნეს ფორუმი პარალელურად, ყაზახეთის ბიზნეს-დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს სახელმწიფო ორგანოებთან. ერთ-ერთი მთავარი თემა სახელმწიფო შესყიდვებში ყაზახური კომპანიების მონაწილეობაა. ასევე, იგეგმება შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ- დიმიტრი ქუმსიშვილთან. ყაზახურ მხარეს ასევე ექნება შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში აქვაკულტურის თემაზე შეხვედრა გამართოს.
საკვები სურსათის შესაფუთი მასალის მწარმოებელი კომპანიები სამომავლო თანამშრომლობაზე სამსჯელოდ საპრეზენტაციო შეხვედრას გამართავენ „გუდვილი-დიღომი“-ს წარმომადგენლებთან.
ეს უკვე მეოთხე ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში „ყაზახ ინვესტის“ ხელშეწყობით ტარდება. ჩატარებული სამი ღონისძიების შედეგად ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის 10 მილიონ ამერიკულ დოლარამდე ღირებულების კონტაქტები გაფორმდა.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 41,2 მლნ. ამერიკულ დოლარს აღწევდა.
პოლიტიკა
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
- ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს – დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის მზად არის - თინა ბოკუჩავა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
საზოგადოება
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
- განათლების სუპერძალა - „თეგეტა“ „სუპერგმირის“ ახალ საგანმანათლებლო პროექტს შეუერთდა
სამართალი
- გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, გლდანის ციხეში სცემეს
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- ავტოპარკის მოქნილი და ეფექტიანი მართვა - საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში „ევროპქარ ჯორჯია“ „სოკარ ჯორჯია გაზს“ 75 ავტომობილს მიაწვდის
- AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ“ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო
- „თეგეტა მოტორსი“ პოლიეთილენის პარკებზე უარის თქმის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება