საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ორი სხვადასხვა მიმართულებით განვითარების თაობაზე განაცხადა
საქართველო, თბილისი - 16:29 | 03.07.2017 ნანახია: 1521საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“ (BGEO Group PLC), საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა წყარომ, განაცხადა, რომ ის გეგმავს ფუნქციონირება განაგრძოს ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით. ერთი კომპანია საბანკო (Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (BGEO Investments) მიმართულებით იმუშავებს. ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი.
„ბიჯეო ჯგუფს“ მიაჩნია, რომ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბება განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ორივე ბიზნეს მიმართულებას, რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოში ლიდერები არიან საკუთარ სფეროში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ამ ბიზნესს ექნება მეტი მოქნილობა მართოს საკუთარი რესურსები და მისდიოს საკუთარ სტრატეგიას.
საინვესტიციო კომპანია BGEO Investments („ბიჯეო ინვესტმეტნს“)* განაგრძობს ინვესტიციების ქართულ ბიზნესში განხორციელებას, დაფინანსების მოზიდვას ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან და დაეყრდნობა კომპანიების ზრდის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. საქართველოს ბანკი კვლავინდებურად შეთავაზებს მომხმარებელს საცალო და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მომსახურებას, ლიზიგნს, დაგროვილი ქონების მართვას, საბროკერო მომსახურებასა და საბანკო მომსახურებას ბელარუსში.
ორივე კომპანიას ეყოლება ცალ-ცალკე სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები. „ბიჯეო ინვესტმენტს“ სათავეში ჩაუდგება ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს სახით. საქართველოს ბანკის მენეჯმენტის სათავეში იქნება კახა კიკნაველიძე, ხოლო საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პოსტზე ირაკლი გილაურს შეცვლის ნილ ჯანინი (ამჟამად „ბიჯეო ჯგუფის“ არააღმასრულებელი, დამოუკიდებელი თავმჯდომარე).
„ეს არის ახალი ეტაპი კომპანიის განვითარებაში და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ახალი ისტორიის წერას ვიწყებთ,“ განაცხადა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი გილაურმა. „იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, მიგვაჩნია, რომ მათი შემდგომი ზრდისთვის, ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად განვითარება ყველაზე სწორი გზაა. ეს შესაძლებლობას მიცემს, როგორც საქართველოს ბანკს, ისე „ბიჯეო ინვესტმენტს“ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი მომგებიანი პოზიციონირება და მაქსიმალურად აითვისონ პოტენციალი გრძელ ვადაში. მიგვაჩნია, რომ ეს ორი მიმართულება დამოუკიდებლად კიდევ უფრო მეტად განვითარდება, დამატებით - საქართველოს ბანკს კი ექნება შესაძლებლობა კვლავ აქტიურად იმუშაოს კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით.“
„საქართველოს ბანკი არა მარტო განაგრძობს წარმატებული და ზრდადი შედეგების მიღწევას, არამედ კიდევ უფრო გახსნილი და მოქნილი იქნება ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის. ჩვენი მოლოდინია, რომ საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გადაწყვეტილებას ექნება განსაკუთრებით დადებითი გავლენა ბანკის კორპორაციული ბიზნესის ზრდაზე,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. „ბანკი შეინარჩუნებს მის უაღრესად ნიჭიერ მმართველ გუნდს, შესანიშნავ თანამშრომლებს, ძალიან კარგ პოზიციონირებას როგორც საცალო, ისე კორპორაციული საბანკო მომსახურების სფეროში და განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავა.“
„ბიჯეო ჯგუფის“ ხსენებული გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს კომპანიის აქციონერთა საბჭომ. შემდგომ პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს და სავარაუდოდ 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.
*„ბიჯეო ინვესტმეტნს“-ი მოიცავს: 57% წილს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), კომპანიას „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ (GGU), კომპანიას „m2 უძრავი ქონება“, 72% წილს „თელიანი ველი“-ში, სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ და ასევე მცირე, 9.9% წილს საქართველოს ბანკში.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















