7 ივლისს პრაღაში აბაშიძე-კარასინის მომდევნო შეხვედრა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:36 | 30.06.2017
ნანახია: 1858

7 ივლისს პრაღაში აბაშიძე-კარასინის მომდევნო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ, დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა.

"პრაღაში გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ის ეხება კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. გვინდა, ხაზგასმით განვიხილოთ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს მიღწეული შეთანხმების საკითხი. დაინტერესებული ვართ, რომ დაჩქარდეს მაქსიმალურად ამ შეთანხმების იმპლემენტაცია", - თქვა აბაშიძემ.

მანამდე, 5 და 6 ივლისს ზურაბ აბაშიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ბრიუსელს ეწვევიან და ევროკავშირის სტრუქტურებში შეხვედრებს გამართავენ. აბაშიძის თქმით, ისაუბრებენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, უსაფრთხოების საკითხებზე, ჟენევის დისკუსიებსა და ქართულ-რუსული დიალოგის მიმდინარეობაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე