რონალდუმ თავისი ტყუპების პირველი ფოტო გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 30.06.2017
ნანახია: 2202

პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა  Instagram-ზე თავისი ახალდაბადებული შვილების პირველი ფოტო გამოაქვეყნა.

ტყუპებს, რომელიც სუროგატმა დედამ 8 ივნისს გააჩინა, მეთიუ და ევა დაარქვეს.

კონფედერაციის თასზე ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრები ჩილესთან დამარცხდა.

ამის შემდეგ რონალდუ, რომელმაც ტურნირზე ორი გოლი გაიტანა, ნაკრები დატოვა, რათა ბავშვები ენახა.

შედეგად ფორვარდი მექსიკის წინააღმდეგ მესამე ადგლისთვის მატჩს გამოტოვებს, რომელიც 2 ივლისს მოსკოვში იმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე