„სუხიშვილები“ „ბლექ სი არენაზე“ - ახალი ცეკვები, განახლებული პროგრამა

საქართველო, თბილისი - 20:23 | 29.06.2017
ნანახია: 3695

15 ივლისს, ანსამბლ სუხიშვილების კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.

მაყურებელს ექსკლუზიურად ექნება საშუალება, იხილოს ახალი პროგრამიდან „ცეკვა ქართული“ რამდენიმე ნომერი, მათ შორის ერთ-ერთი ნიაზ დიასამიძის „რქაწითელზე“ დადგმული ცეკვაა, სახელწოდებით „თამაში“.

ილიკო სუხიშვილის თქმით, მათ პროგრამას განსაკუთრებული ტექნიკური აღჭურვა არ სჭირდება, თუმცა მოხარულები არიან, რომ ამ დარბაზში გამოსვლის შესახძლებლობა ეძლევათ.

"პროექტი „ცეკვა ქართული“ შეიცავს რამდენიმე კომპოზიციას. „ოტობაიას“ მელოდია ჩვენმა ორკესტრმა გააკეთა. მეორე ნიაზ დიასამიძის სიმღერა „რქაწითელია“, ორივე მელოდიაზე დავდგით ახალი ცეკვები და ძალიან გვაინტერესებს, როგორი იქნება მაყურებლის რეაქცია (იღიმის)", - განაცახდა ილიკო სუხიშვილმა.

სუხიშვილები-ის სურათის შედეგი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე