სასამართლომ სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო
საქართველო, თბილისი - 17:02 | 29.06.2017 ნანახია: 3137
სასამართლომ სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილმა ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული სპორტული სკანდალი რამდენიმე თვეა მედიის ყურადღების ქვეშ არის. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე 2016 წლის 23 დეკემბრის სესიაზე სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნების შედეგების და სესიის ოქმის გაბათილებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სასამართლომ არჩევნების შედეგები კანონიერად ცნო. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო მხარეებს გადასცემს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. ამ თემასთან დაკავშირებით, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა სეოკის ოფისში ადვოკატებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა მოსარჩელის პრეტენზიების აბსურდულობას და კმაოფილება არ დამალა მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც მისი აზრით სრულიად ლოგიკური და სამართლიანია: „ მოსარჩელემ ისეთ საკითხებზე წამოიწყო დავა, სასაცილოდაც არ ჰყოფნის ჩვენს საზოგადოებას. მისი ბრალდებები უპეცედენტო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ოლიმპიურ კომიტეტში არჩევნები ყოველთვის გამჭვირვალედ ტარდებოდა და ამჯერადაც ასე იყო. კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ თამასა, ოლიმპიური ქარტიის და წესდების მოთხოვნების სრული დაცვით იყო ყველაფერი. ოპონენტმა ვერ აიტანა წაგება და ჩათვალა, რომ გასაჩივრება იყო საუკეთესო გზა. არა მარტო აქ გვიჩივლა, არამედ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტშიც. ჩვენ მოგვივიდა იქიდან წერილი - გვითხრეს, ამ არასერიოზულ თემებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, თქვენთან არანაირი კითხვა არა გვაქვსო. თავად საჩივრის ავტორი კი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს,“ - განაცხადა სეოკ-ის პრეზიდენტმა.
ირაკლი ყანდაშვილი, სეოკ-ის ადვოკატის განცხადებით, სხდომის შედეგად 2016 წლის საარჩევნო საანგარიშო ყრილობის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, :„როგორც მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა მართლაც რეზონანსული საქმე, რომელიც ზოგადად ქართული სპორტის დღევანდელობას და ხვალინდელ დღეს შეეხებოდა. აღნიშნული სარჩელით და სასარჩელო წარმოებით სადაოდ იყო გამხდარი 2016 წლის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის შედეგები სეოკ-ის პრეზიდენტთან დაკავშირებით. 2017 წლის 26 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად დაასრულა მოსმენა და გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი.
მეორე ადვოკატი, სალომე ბეჟაშვილი საქმის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შეეხო: „როგორც მოგეხსენებათ, მოსარჩელე მხარემ არა მარტო გაასაჩივრა და სადაო გახადა 2016 წლის დეკემბრის საარჩევნო სესიის ოქმი, არამედ ეჭვქვეშ დააყენა სეოკ-ის იმ წევრების ლეგიტიმურობა, როგორებიც არიან ეროვნული სპორტული და რეგიონალული ორგანიზაციები, ასევე სპორტული პროფილის მქონე ორგანიზაციები. გარდა იმისა, რომ ლოგიკურად სწორედ აღნიშნული ორგანიზაციები უნდა წყვეტდნენ სეოკ-ის ბედს და იღებდნენ გადაწყვეტილებას, აღნიშნული გარანტირებულია სეოკ-ის წესდებითაც, რომელიც მისი მიღებისთანავე მოწონებული იქნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელმაც მიიღო თავის დროზე ოლიმპიური ქარტია, ამ ქარტიას შეუსაბამა და ამის მიხედვით იქნა მოწონებული სეოკ-ის წესდება. შიდა კანონმდებლობის დონეზე, ოლიმპიური ქარტიის როლს და იურიდიულ ძალას სპორტის შესახებ საქართველოს კანონიც ამყარებს. ზემოთ აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ 2016 წლის 23 დეკემბრის სესია ჩატარებულ იქნა კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, არჩევნები იყო ლეგიტიმური, რაც გაიზიარა კიდევაც სასამართლომ და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.“
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















