ფილმის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ ვარსკვლავი მიქაელ ნიუკვისტი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 28.06.2017
ნანახია: 1531

ფილმის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ ვარსკვლავი, შვედი მსახიობი მიქაელ ნიუკვისტი გარდაიცვალა. ის 56 წლის იყო.

მსახიობი მძიმე დაავადებას დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა. ნიუქვისტს ფილტვების კიბო ჰქონდა. მისი  გარდაცვალების შესახებ ოჯახმა განაცახდა. მსახიობს ცოლი და ორი შვილი დარჩა.

კინოში მისი დებიუტი 1982 წელს შედგა, როდესაც სატელევიზიო ფილმ Kamraternში პატარა როლი შეასრულა.

ნიუქვისტს 2009 წელს პოპულარობა ჟურნალსტ მიხაელ ბლუმკვისტის როლმა მოუტანა ფილმში „გოგონა დრაკონის ტატუთი“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე