ჩინეთის მთავრობის მხარდაჭერით გრძელდება შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით
საქართველო, თბილისი - 12:30 | 06.11.2015 ნანახია: 2049
ფინანსთა სამინისტრო გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესებისა და საბაჟო პროცედურების გამარტივებისთვის, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე განაგრძობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
ამ მიმართულებით ბოლო წლებში სამინისტროს მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია ჩინეთის მთავრობამ, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სპეციალური საბაჟო-საინსპექციო აღჭურვილობა გადასცა. ჩინეთის მთავრობა განაგრძობს ამ კუთხით საქართველოს მხარდაჭერას.
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ჩინეთის მთავრობამ ქართულ მხარეს ამჯერად კონტეინერის შემოწმების სისტემა და მგზავრთა და ტვირთების უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ტექნიკური საშუალებები გადასცა.
შესაბამის დოკუმენტს თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, შემოსავლების სამსახურისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.
მისასალმებელ სიტყვაში ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბატონ ლი კეციანის შეხვედრისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. საქართველო, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად აქტიურ როლს თამაშობს რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით და ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუდმივი მხარდაჭერა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგებისა და შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით.
აღნიშნული მოწყობილობები ქართულ მხარეს „საქართველოს მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ” ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე გადაეცა, რომელსაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა 2013 წლის 16 დეკემბერს მოაწერეს ხელი.
შეთანხმების საფუძველზე გამოყოფილი გრანტის, 30 მილიონი იუანის მეშვეობით მოხდა კონტეინერების ავტომატური შემოწმების სისტემების შეძენა, განხორციელდა მათი ინსტალაცია და ქართველი მებაჟე-ოფიცრების გადამზადება.
აღნიშნული აღჭურვილობა, უზრუნველყოფს საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებას. ის ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას და შეამცირებს საბაჟო პროცედურების ხანგრძლივობას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კანონიერი და ეფექტიანი სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















