ერთი დღე პოდიუმზე, ქუსლებზე და ფერადოვან სამოსში - House laboratory-ს საჩუქარი ჟურნალისტებს
საქართველო, თბილისი - 12:00 | 27.06.2017 ნანახია: 2690
ძველ თბილისში მდებარე სასტუმრო „აივანზე“ „House laboratory“-ის სადებიუტო ჩვენება გაიმართა. 18-მდე ახლადშექმნილი კოსტიუმი ქართველმა ჟურნალისტებმა მოირგეს და წითელ ხალიჩაზე გაიარეს.
თითქმის 2 თვეში შექმნილმა საზაფხულო სამოსმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.
დეამელქაძე, დიზაინერი, House laboratory-სდამფუძნებელი:
დღეს, გავაკეთეთ ჩვენება მეგობრებისთვის და გადავწყვიტეთ, რომ მოდელების ამპლუაში ჟურნალისტები გამოგვეყვანა. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი მშვენივრად გრძნობდა თავს პოდიუმზე და თავიანთი სილამაზით მოხიბლეს დამსწრე საზოგადოება. ძალიან ლამაზები იყვნენ და ძალიან მოუხდათ პოდიუმი.
კოლექციაზე მუშაობას რამდენი დრო დასჭირდა?
დაახლოებით ერთი თვე, თვენახევარი. სულ წარმოდგენილი იყო18 კოსტიუმი.
სამოსს, ულამაზესი ქართული ბრენდის „მარუსინკას“ ფეხსაცმელი ამშვენებდა. ჟურნალისტები პოდიუმზე თავს გრძნობდნენ ისე, როგორც პროფესიონალი მოდელები.
ნინა ექსეულიძე, House laboratory-სდამფუძნებელი:
დღეს, შედგა House laboratory-ს წარდგენა პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე, სადაც მოდელების როლი ჩვენმა მეგობარმა ჟურნალისტებმა მოირგეს, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ. ძალიან ლამაზად წარმოადგინეს House laboratory-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია.
ჩვენების დასრულების შემდეგ გათამაშება გაიმართა, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თუმცა ფორტუნამ რამდენიმეს გაუღიმა.
„ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, ნინას, დედას. მათ მართლაც დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს ჟურნალისტებს. რთული და დამღლელი სამუშაო დღეების შემდეგ მათ ჩვენთვის რამდენიმე საათის გალამაზება ნამდვილად შეძლეს.
ჩვენი დამსახურებით თითქმის მუდმივად სხვები არიან ყურადღების ცენტრში, ამ დღეს კი, ჩვენ ვიყავით საღამოს მთავარი პერსონაჟები, რაც საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო იყო“, - განაცხადა ჟურნალისტმა ეკა ლემონჯავამ.
თეა გუნთაიშვილი, კომპანია „მარიგოლდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:
დეაც და ნინაც „მარიგოლდის“ შვილები არიან. პირველი საქმიანობა პატარა ასაკიდან ორივემ „მარიგოლდში“ დაიწყეს. რაც შეეხება კოლექციას, მაქსიმალურად ქმნიან ისეთს, როგორ სტილსაც თვითონ ირგებენ და თავის მეგობრებს ურჩევენ. თავისუფალი გოგონების და ქალბატონების სპორტულ კლასიკური სტილი. მთავარია იმუშაონ ხარისხზე და გემოვნებაზე, ქართველი მომხმარებელი ძალიან კრიტიკულია, გემოვნებიანი და კარგად ერკვევა ხარისხში. მე და თამარ ნადირაძე მთელ ამ პროცესს ვაკვირდებოდით და რა თქმა უნდა, დახმარებას ვუწევდით. არ შემიძლია არ აღვნიშნო მათი მეგობრების წვლილი, ვინც ამ კოლექციას ქმნის გოგონებთან ერთად. საქმიანობა დაიწყეს ერთ პატარა ოთახში, სადაც ერთმანეთის სიყვარული იგრძნობა და ეს სიყვარული კოლექციაზეც გადადის. იმედი მაქვს ჩვენს რჩევებს გაიზიარებენ. მინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო თვქვენს მიმართ, მედიის მიმართ, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ემსახურებით ხალხს და დაფასებას იმსახურებთ. ჩემი დიდი სიყვარული თქვენ.
გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია




პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















