შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:19 | 26.06.2017
ნანახია: 1264

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ზ.გ., 1982 წელს დაბადებული ჯ.კ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.მ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კოჯორში  დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების  პირადი  ჩხრეკისას,  ვალტერის სისტემის პისტოლეტი,  მაკაროვის სისტემის  ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი 

და 19     საბრძოლო ვაზნა   ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე