თამაზ მეჭიაური: მეგობარი ქვეყნის ხელისუფალს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ჩემი ქვეყნის ტერიტორიის რაღაც ნაწილზე

საქართველო, თბილისი - 11:53 | 06.11.2015
ნანახია: 2479

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე „პრაიმნიუსჯორჯია“ „ქართული ოცნების“ წევრს, პარლამენტარ თამაზ მეჭიაურს ესაუბრა:

- პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებში ბოლოდ როს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გაჩნდა აზრი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ავანტიურის მცდელობის გამოაშკარავების საკითხი, ხელისუფლების მხრიდან მართული პოლიტიკუტი თამაშია, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც კონკურნტი პოლიტიკური ძალის ჩამოშორებას ისახავს მიზნად. თქვენი აზრით, რა ხდება სინამდვილეში?

-თუ გავრცელებული ჩანაწერების რეალობაზეა საუბარი, მგონი, მასში მონაწილეები თავადვე ადასტურებენ ასეთი საუბრების არსებობას. ისინი უბრალოდ, სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას აკეთებენ, თორემ ჩანაწერების ნამდვილობაში ეჭვი არავის შეაქვს და ამაზე შორს მე ვერ წავალ. ამ ფონზე, იმის გაცხადება, რომ ჩანაწერების ავტორებზე ზეწოლა ხდება, ღიმილის მომგვრელია იმდენად, რამდენადაც არარსებული ჩანაწერები და უბრალოდ, ვიღაცასთან პირადი შეხვედრები გამხდარა საფუძველი პოლიტიკური შეთქმულების „მონაწილეების“ დაკავებისა. გემახსოვრებათ, როგორ დააკავეს ნორა კვიციანი, ემზარ კვიციანი, ირაკლი ბათიაშვილი ერთი ფრაზის: „გამაგრდით, ბიჭებო“-ს საფუძველზე დაიჭირეს. როცა კონკრეტულ ადრესატებზეა საუბარი, ვინ უნდა მოკლან, სად უნდა აღმართონ ბარიკადი, როგორ გამოიყენონ სპეცნაზის ყოფილი თანამშრომლები და ა.შ. ასეთი რამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის წლებში რომ მომხდარიყო, ალბათ, გაუსამართლებლად დახვრეტდნენ. იმ ხალხისგან წუწუნი, რომ დღეს პოლიტიკური ნიშნით ხდება მათ წინააღმდეგ ბრძოლა, როცა ჯერ არავინ დაუკავებიათ, კიდევ უფრო აღიზიანებს ხალხს და ისევ დღევანდელი ხელისუფლებს წინააღმდეგ განაწყობს. ხელისუფლებას რასაც უწუნებენ, ერთერთი მთავარი არის ის, რომ უფრო სწრაფად მოახდინონ სამართლიანობის აღდგენა. ეს არის მთავარი მოთხოვნა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, ხელსიუფლება ძალიან ნელი ტემპით ახორცილებს.

- ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ, რომ ის რაც ხდება, ხელისუფლების ინტერესებში შედის, იქიდან გამომდინარე, რომ იგი თავს ვერ ართმევს ქვეყნის მნიშვნელოვნი პრობლემების გადაწყვეტას ეკონომიკური, სოციალური თუ საგარეო კუთხით, რომლის მოგვარებაც ხელისუფლების ვალდებულებაში შედის. საერთო დაძაბულობის ფონზე კი, ხდება მთავარი პრობლემების გადაფარვა, რაც სინამდვილეში საზოგადოებას აწუხებს...

- შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არსებობს. პირიქით, ისინი საკმარისზე მეტია, სადაც ობიექტურთან ერთად სუბიექტური ფაქტორებიც შეიძლება ერიოს, მაგრამ გაკეთებული რომ ძალიან ბევრია, ხელისუფლების საქმიანობის ყველა მხრივ ნეგატიურ ჭრილში დანახვა არასწორად მიმაჩნია. ჯანდაცვის რეფორმა, განათლების სფეროში გატარებული ცვლილებები, სადაც ყოველწლიურად ემატება უფასო ფაკულტეტები, სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვსტიციები, დახმარებები, დიდ პროექტებზე ხელშეკრულებების ხელმოწერა, რომელიც ქვეყანაში დიდი ინვესტიციების მოზიდვას ითვალიწინებს და მყისიერად ვერ მოიტანს ეკონომიკურ წარმატებას. იმ ფონზე, როდესაც ჩვენს გარშემო პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არა თუ ზრდა შემცირდა, საერთოდ ეკონომიკური კლება მიმდინარეობს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2,8% ია, რომელიც არ არის დაგეგმილი 5%, მაგრამ არსებულ გარემოსთან შედარებით, კატასტროფული შედეგი არ არის, არ შეიძლება, რომ მთავრობას უნიათობასა და ცუდ მუშაობაში ჩაუთვალო. გასაგებია, რომ მეტია საჭირო, ოპოზიციასაც სურს, რომ ყველაფერი მუქ ფერებში დახატოს, პიარში რომ წინა ხელისუფლება უკეთესად გამოიყურებოდა, არც ეს არის ახალი, მაგრამ ყველაფრის ნეგატიურად წარმოჩენა სწორი არ არის.

-ყოფილი პრეზიდენტის ქართულ პოლიტიკაში აქტივობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს საქართველოში ნოტა გადასცა. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს. ასევე პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური წერილით მიმართა უკრაინის პრეზიდენტს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. როგორ აფასებთ, უკრაინის ხელისუფლების დუმილს, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, მომხდარი ორი ქვეყნის მომავალ ურთიერთობაზე აისახოს?

-უფრო კონკრეტული ვიქნები შეფასებაში: თუ მომავალშიც არ ექნება უკრაინის ხელისუფლებას რეაგირება აღნიშნულ ჩანაწერებთნ დაკავშირებით, სადაც ცალსახად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სისიხლისღვრისკენ მოუწოდებს, თუკი, უკრაინის ხელისუფლება თავად არ მოახდენს საკუთარი მაღალი რანგის თანამდებობის პირის ქმედებებზე რაეგირებას და არ გაემიჯნება მას, ამით ის მინიმუმ ადასტურებს თავის არაკეთილგანწყობას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. მაქსიმუმ, გუბერნატორის თანამდებობაზე დატოვებით მას პლაცდრამს აძლევს საქართველოში ხელისუფლების დასამხობად. ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა.

-არაოფიციალური ვერსიით, ჩანაწერები, რომელიც უკრაინული საიტის მეშვეობით ვრცელდება, სწორედ უკრაინის შესაბამისი სამსახურის მიერ არის მოპოვებული, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ საკაშვილს უკრაინაში უსმენენ...

-ზუსტად ამაზე უნდა გაკეთოს განმარტება უკრაინის ხელისუფლებამ, რომელიც გასაგები იქნება ქართული მხარისათვის. წინაღმდეგ შემთხვევაში, ის შეფასება შეიძლება მიეცეს, რაც უკვე ვთქვი. მე არ მგონია, რომ მთელი უკრაინის მოსახლეობას მართლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენია საქართველოს მმართველად, თორემ, სხვაგავრად ეს ქვეყანა საქართველოსთან არ იმეგობრებს. მიხეილ სააკაშვილი არ მალავს, რომ იქიდან საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა სურს და თუკი, ერთერთი სერიოზული ოლქის გუბერნატორი თანამდებობას ამისთვის იყენებს, მაშინ უკრაინის ხელისუფლების მიმართ რა აზრი უნდა ქონდეს ადამიანს, გამოდის, რომ უკრაინის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების დამხობას და ხელს უწყობს ამ პროცესს? არ მინდა, ასე ვიფიქრო, მაგრამ თუკი რეაგირება კვლავაც არ იქნება, მაშინ სხვა არგუმენტი აღარ რჩება.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ ამის შემდეგ საერთააშორისო დამოკიდებულება შესაძლოა შეიცვალოს იმ თემების მიმართ, რაც ეხებოდა პოლიტიკური ნიშნით წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დევნის ტენდენციას? რამდენად იძლევა ამის საფუძველს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლების განცხადებები, მათ შორის ის, რომ ახლა ძალადობის და რევოლუციის დრო არ არის?

-ამ სფეროსთან კონტაქტი ნაკლებად მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ დასაწყისში უფრო ნეგატიურად იყო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი ახალი ხელისუფლების მიმართ განწყობილი, ვიდრე ახლა. ეს, რა თქმა უნდა, იმ პიარის შედეგი იყო, რომელზეც გასულ წლებში უამრავ ფულს ხრაჯავდა წინა ხელისუფლება და ამაზე საკმაოდ ძლიერი ლობისტებიც მუშაობდნენ. დროთა განმავლობაში დიპლომატიური კორპუსის დამოკდდებულება თანდათან ახლანდელი ხელისუფლების სასარგებლოდ შეიცვალა და ძალიან ბევრმა დაინახა რეალური სახე იმ 9 წლიანი რეჟიმისა, რომელიც საერთაშორისო არენაზე სულ სხვაგვარად იყო გაპიარებული. თუმცა, ზოგიერთი მათგანი არსებული ვითარების შეფასებისას, ჯერ კიდევ საეჭვო ტენდენციურობით გამოირჩევა.

-მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, აქტიური საუბრები და კრიტიკა ისმის, რომ სახელიუფლებო გუნდში დასავლური ორიენტაციის მოწინააღმდგეები არიან. ამ კონტექსტში თქვენც არაერთხელ მოგიაზრეს . იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ ახსნათ, საგარეო კურსით მანიპულირების საგანი რატომ დგას დღის წესრიგში და რა არის მიზანი?

-ასეთი რადიკალური შეფასებების მომხრე არ ვარ. მიმაჩნია, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა ქვეყანა იმდენად არის ჩემთვის მეგობარი, რამდენადაც ის ემსახურება საქართველოს უზენაეს ინეტერესებს: მის ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფოებრივ სიძლიერეს და უსაფრთხოებას. მე აქედან გამომდინარე გამოვდივარ და არა უპირობოდ, რომ მაქვს რაღაც მიზანი და მას უნდა ემსახუროს ჩემი ქვეყანაც, თუნდაც ნახევარი ტერიტორების დაკარგვის ხარჯზე. ჩემთვის მთავარი ჩემი ქვეყანაა. ამიტომ, მე ცოტა კრიტიკულად ვუყურებ ხოლმე მეგობრობას. მეგობარი ქვეყნის ხელისუფალს არ უნდა ქონდეს პრეტენზია ჩემი ქვეყნის ტერიტორიის რაღაც ნაწილზე. თუ რომელიმე ქვეყანა გამოვა და იტყვის, რომ სურს, უკან დაგვიბრუნოს ის, რაც ოდესღაც წართმეული აქვს, მაშინ მართლა დავიჯერებ მათ მეგობრობას. რით განსხვავდება ერთი მეგობარი ქვეყანა მეორისგან, თუკი ერთს უკვე წაღებული აქვს და მეორეც ცდილობს, რომ წაიღოს, მხოლოდ სხვადასხვა ხერხით? იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპანტია და ტერიტორიები მიტაცებული აქვს, მე მეგობრობას ვერ დავუფიცებ იმას, ვინც თავის მხრივ, უარს არ ამბობს იგივეს გაკეთებაზე. როცა დავინახავ, რომ სხვა ქვეყნები ისე ზრუნავენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, როგორც ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სახლემწიფოებრივ უსაფრთხოებაზე და დაგვეხმარება რუსეთის მიერ წართმეული ტერიტორიების უკან დაბრუნებაში, ყველა ჩემი მეგობარი გახდება. რეალურად არ მინდა, ჩემი ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოვიტანო რომელიმე ქვეყნებს შორის ომი და ჩემი ქვეყანა გადავქციო დაპირისპირების პოლიგონად. ომი არც სხვის ტერიტორიაზე მინდა, მაგრამ საკუთარ სამშობლოში მით უფრო არ მინდა. რაც უკრაინაში ხდება, აქ რომ იგვე ხდებოდეს, მისაღები იქნება და უფრო ვაჟკაცები ვიქნებით? ზოგიერთი ხელისუფლებას ხომ იმისთვის აკრიტიკებს, რუსეთს რატომ არ ვუცხდებთ ომს. ამას გვიკიჟინებენ ოპონენტები და ამიხსენით, უკრაინა ჩვენზე უკეთესად არის დღეს იმის გამო, რომ მათ ომი აქვთ?

-2012 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გააკეთა მინიშნება და დღეს უკვე ფართოდ არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ კოალიციის შემადგენლობაში კონკრეტულ პირების შერჩევისას შეცდომა იქნა დაშვებული. არსებობს ინფორმაციაც, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სიაში ბევრი ამჟამინდელი დეპუტატი ვეღარ მოხვდება. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ან ვის შეიძლება შეეხოს და რამდენად პერსპექტიულად მიგაჩნიათ თქვენი შემადგენლობის მომავალი?

-კოალიციაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ უშუალოდ „ქართული ოცნების“ შემადგენლობასთან დაკავშირებით, მას ასეთი რამ არ უთქვამს. ვინც ამას ამბობს, გაითვალსწინოს, რომ იმ ფორსმაჟორში, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლა გადაწყვიტა, პოლიტიკაში ცვლილებების მოსახდენად ძალიან მცირე დრო იყო. ფაქტიურად ის დაეყრდნო იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც იმ დროს გარისკა და გვერდით დაუდგა. პირადად ჩემს კომიტეტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესი იქნებოდა 3-4 -ით მეტი ფინანსისტი გვყავდეს, მაგრამ იმ მომენტში, როცა სიების შედგენა და მაჟორიტარების შერჩევა ხდებოდა, ბევრმა, იგივე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებმა ვერ გარისკეს. კარგ სპეციალისტებს ძალით ხომ ვერ ჩაწერდნენ სიაში? ბიძინა ივანიშვილი მადლობას უხდის ამ ხალხს იმისთვის, რომ თავის დროზე ფაქტიურად თავი გაწირეს, თორემ საპარლამენტო არჩევნების სხვა შედეგით დასრულების შემთხვევაში რა გველოდა, მშვენივრად ვიცით და სამალავებში ნაპოვნი ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს. ცხადია, მომავალი და მაშინდელი არჩევნები თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ახლა უკვე შეგვძლია მშვიდად დავსხდეთ და მოხდეს კანდიდატების მოზიდვა პროფესიული წრეებიდანაც. რა თქმა უნდა, სიის შედგენის დროს პროფესიონალიზმის ნიშანი წინ წამოიწევს, შეიძლება ისეთი ბალანსი აღარ იყოს, როგირც დღეს არის. ვთქვათ, ზოგ სფეროში ბევრი პროფესიონალია და ეკონომიკურ-ფინანსურ ბლოკში სპეციალისტის დეფიციტი გვაქვს. მე არ ვარ ჩართული ამ პროცესში, მაგრამ დაახლოებით ვხვდები, რომ ასეთი ხედვა იქნება. ვინც პარლამენტში ვერ მოხვდება, პროფესიონალიზმის ნიშნით გამოყენებული იქნებიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სხვა სფეროებში იმ ნიშნით, ვინ საიდან მოიტანს მეტ სარგებელს.

- ბიძინა ივანიშვილის პერსონის მიმართ ბოლო წლებში არაერთგვაროვანი აზრი ჩამოყალიბდა. თქვენ, როგორც მის დიდი ხნის მეგობარს, როგორ მიგაჩნიათ, არის თუ არა ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება, მარცხი, ან წარმატება მისი მითითებებისა და დავალებების შედეგი, მომავალში, თუნდაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევევნებისას ექნება თუ არა ისევ გავლენა?

-კუსრელები ვართ, მაგრამ ასეთი კურსელი მას ასი ყავს კიდევ და ჩემზე უახლესი მეგობრებიც უამრავი. ორჯერ ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატი და ორჯერ მოვუგე ხელისუფლების კანდიდატს და ბიძინა ივანიშვილთან საერთოდ არ მქონდა კონტაქტი. თუმცა, 2012 წელს ნამდვილად ვერ მოვხვდებოდი პარლამენტში, მაშინ მაჟორიტარად ვაპირებდი კენჭისყრას, რაზეც მისი თხოვნით უარი ვთქვი და 61-ე ჩამწერეს სიაში. დაჯილდოვების ნიშნით რომ ვყოფილიყავი შერჩეული, მაშინ 40-50-ედ ჩამწერდნენ. უმადურობას ვერ ვიტან და მისი ფაქტორის გარეშე, იმის მიუხედავად, რომ თიანეთში მაღალი რეიტინგი მქონდა, ალბათ, მაინც წავაგებდი, რადგან ხმების დაცვა გამიჭირდებოდა. „მოქალქეთა კავშირიც“ აყალბებდა არჩევნებდა, მაგრამ თუ ძალიან აშკარად მოუგებდი და შედეგის დაცვას მეტ-ნაკლებად შეძლებდი, მთლად უნამუსობის ზღვარს არ გადადიოდნენ და გაღიარებდნენ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ასეთი ზღვარი არ არსებობდა, შეეძლოთ დაეწერათ ის, რაც უნდოდათ. ჩემს გარდა, უმრავლესობაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებიც პარლამენტის წევრები ვერ გახდებოდნენ. ამ კაცმა მოახრეხა ის, რომ ხმების დაცვის პრეცენდენტი შექმნა და მისი ფაქტორი, ვინმეს მოსწონს თუ არა, ყოველთვის იარსებებს, რადგან მან ისტორია შეცვალა. რაც ეხება ყველა გადაწყვეტილების მის სახელთან ასოცირებას, რაც არ უნდა არასამთავრობო სექტორში წავიდეს, იქიდანაც რომ წავიდიეს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ყოველთვის იარსებებს, ვიდრე, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება და მას შემდეგაც, თუ მისი სურვილი იქნება. წმინდა ადამიანური მოსაზრებით, დავუშვათ, რაღაც სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მინდა, მაგალითად, ფინანსური ზედამხედევლობის სააგენტო საკითხი, ამას ხომ ვერ გავიტანდით, თუკი პარლამენტში 76 დეპუტატის მხარდაჭერა არ გვექნებოდა. ვინ არის საქართველოში ისეთი კაცი, რომელსაც 76 პარლამენტარი გაუწევს ანგარიშს,. ეს არ ნიშნავს, რომ ის თვითონ დაურეკავს და ამის გაკეთებას სთხოვს, უბრალოდ, თუ ის საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, მის სიტყვას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნლეობა ქონდეს. თუკი საქმეს სჭრდება და არსებობს რესურსი, უნდა გამოიყენო. მიმაჩნია, რომ ვიდრე ადამიანს საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა გააჩნია, მისი გავლენა ყოველთვის იარსებებს, იმის მიუხდავად, პოლიტიკაში ჩაერთვება თუ არა.

„პრაიმნიუსჯორჯია, ესაუბრა ხათუნა ხატიაშვილი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე