15 აგვისტოს,"ბლექ სი არენა"-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:57 | 22.06.2017
ნანახია: 1655

15 აგვისტოს,"ბლექ სი არენა"-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო "ირაკლი ჩარკვიანი - ისტორია" გაიმართება. საღამოზე მუსიკოსის ყველაზე პოპულარული სიმღერები შესრულდება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, თიკა ბალანჩინი & NEW ONE BAND, SOFT EJECT, GREEN ROOM, რობი კუხიანიძე & OUTSIDER, LoudSpeakers და EKO & VINDA FOLIO.

კონცერტის მსვლელობისას სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე წარმოდგენილი იქნება მუსიკოსის უცნობი ფოტოებისა და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციები. საღამოს გელა ჩარკვიანი წაიყვანს. კონცერტი პროექტის Сheck in Georgia-ს ფარგლებში იმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე