ბრიტანეთში სელფზე დამოკიდებულების სამკურნალო აბები გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 06.11.2015
ნანახია: 2033

დიდ ბრიტანეთში გაყიდვაში გამოვიდა აბები მათთვის, ვინც სელფზე დამოკიდებულებისაგან იტანჯება. როგორც გამოცემა Metro წერს, აბების შეძენა ინტერნეტ-მაღაზია AntiSelfieTabs.com-ზეა შესაძლებელი.

გამოცემის ინფორმაციით, აბებს პიტნის გემო აქვს, ის წამლის ეფეტქს არ ფლობს, მხოლოდ აჯანსაღებს სუნთქვას. მისი მთავარი ღირსება დაბალი ფასია.

ქალებს მისი მიღება დღეში სამჯერ, მამაკაცებს კი ორჯერ შეუძლიათ, ვიდრე სელფზე დამოკიდებულებისგან სრულად არ გათავისუფლდებიან.

პიტნის აბების შეკვეთა მაღაზიის ოფიციალურ საიტზე 15 დოლარად შეიძლება. ერთ შეკვრაში 36 აბია, ერთდროულად კი მსურველს შეუძლია ხუთი შეკვრის შეძენა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე