2 სინჯის მედალი - მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო რევაზ დავითაძისგან

საქართველო, თბილისი - 15:53 | 20.06.2017
ნანახია: 2074

ტოკიოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე რეზი დავითაძემ ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
დავითაძემ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა და ოქროს მედალი აიღო! რეზიმ 154, 159 და 162 კილოგრამი დააფიქსია.
აკვრაში ერთი მისვლა გამოიყენა, 185 კილოგრამი აჩვენა, ორჭიდის ჯამში 347 კილოგრამი მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდა ვენესუელელი კეიდომარ ჯიოვანი (348), ხოლო პირველ ადგილზე - ყატარელი ფარეს იბრაჰიმი (353).
საქართველოს ამ ჩემპიონატზე სულ 4 ქართველი ძალოსანი წარმოადგენს, ნაკრებს მალხაზ ლომთაძე ხელმძღვანელობს.   პირდაპირი ტრანსლიაციის ყურება ამ მისამართზე შეგიძლიათ: http://www.iwf.net/tokyo_live/
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე