თბილისში სპორტული ფილმების ფესტივალი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 14:15 | 20.06.2017 ნანახია: 2130
22-25 ივნისს თბილისში სპორტული ფილმების ფესტივალი (TSFF) გაიმართება. TSFF ამ სახით წელს პირველად ჩატარდება და მიზნად ისახავს ქვეყანაში და რეგიონში სპორტული კინო დოკუმენტალისტიკის პოპულარიზაციას და განვითარებას.
თამარ ჯიშკარიანი, ორგანიზატორი: - აღნიშნულ ფესტივალამდე ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი 10 წლის მანძილზე ატარებდა სათავგადასავლო და ექსტრემალური ფილმების ფესტივალ „ნიამორს“, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყანა სისტემატიურად მონაწილეობდა, თუმცა საორგანიზაციო ჯგუფის აზრით, საჭირო გახდა თემატიკის გაზრდა და კონკრეტული სახეობების გარდა ისეთი შინაარსის ფილმების გადაღება, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, აქტიური ცხოვრებით ცხოვრებას, მისცემს ახალგაზრდებს მაგალითს, როგორ შეიძლება იცხოვრო სწორად. მომავალ თაობას და არამხოლოდ მათ, დაეხმარება გაიცნოს სპორტის სხვადასხვა სახეობა, ამ სახეობის ისტორია და ადამიანები, რომლებმაც საქართველოს სახელი სპორტით გაუთქვეს.
ჯიშკარიანის განცხადებით, თავად პროფესიით სპორტულ ჟურნალისტს, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან უხდებოდა სპორტის სხვადასხვა სახეობების გაშუქება. ამდენად, რეალურად ხედავდა ყველა იმ პრობლემას თუ ძალისხმევას, რაც თითოეულ სპორტსმენს, სახეობისდა მიუხედავად სჭირდებოდა ელემენტარული შედეგის მისაღწევად - დაფინანსებიდან დაწყებული, ელემენტარული საწვრთნელო გარემოთი დამთავრებული. ყოველივე ამის პირდაპირპროპორციულად ვითარდებოდა სპორტული დოკუმენტური კინოც, შესაბამისად სპორტში ისე მოდიოდნენ და მიდიოდნენ სახელები, რომ მათი თითო კადრიღა თუ არის შემორჩენილი.
„სამწუხაროა, რომ ბოლო წლებში, სპორტული თემატიკა, გერის როლში მოევლინა შესაბამის სფეროს. არადა, კინო (დოკუმენტირიც და მხატვრულიც), არის ის თვალსაჩინოება, რომელსაც ყველაზე კარაგდ იღებს მოზარდი თაობა, უჩნდება მიბაძვის სურვილი. მაგალითად, არის ფილმები მესიზე და დღეს, მთელს მსოფლიოში, ყველა ბავშვს უნდა იყოს მესი. უნდათ, იყვნენ დათო ყიფიანებიც, რადგან გაუგია. თუმცა, ბევრმა ამ თაობაში, არც კი იცის, როგორ გამოიყურებოდა დავით ყიფიანი.
90-იანი წლებიდან მოყოლებული სპორტში ისე მოვიდნენ და წავიდნენ თაობები, რომ რომელიმე კონკრეტულ ტელევიზიაში, კონკრეტული შედეგის მიღწევის შემდეგ გაკეთებული ერთი სიუჟეტის გარდა, მათ შესახებ ინფორმაცია, უბრალოდ არ არსებობს. მაგალითისთვის შორს არ წავალთ და გიორგი ქინქლაძეს დავასახელებთ, რომელსაც ევროპაში უფრო სცნობენ სახეზე, ვიდრე საქართველოში. ხშირად, მოქმედმა სპორტსმენებმაც კი არ იციან, მათივე სახეობის არც თუ შორეული წარსულის წარმომადგენლის შესახებ. მაგალითად, თანამდეროვე დინამოელებს, არც კი ჰქონდათ გაგონილი 1981 წლის „დინამოს“ ერთ-ერთი გმირის, თამაზ კოსტავა სსახელიც კი“, - ამბობს თამარ ჯიშკარიანი და ამატებს, რომ სასაიამოვნოა სხვა დატვირთვის მრავალი საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ რომელიც ქვეყნის და ჩვენი ქალაქის პოპულარობას ზრდის, TSFF ის ნიშაა, რომელიც თბილისს, კიდევ ახალ ჭრილში დაანახებს საერთაშორისო საზოგადოებას. მითუმეტეს, რომ თბილისი, უკვე ასოცირდება სპორტთან, აქ გამართული მრავალი საერთაშორისო ღონისძიებიდან გამომდინარე.
„ფესტივალის დაარსებიდან დღემდე, როდესაც დგება მისი დაფინანსების საკითხი, სიტყვა „სპორტი“ ხდება განსჯის საგანი, არის თუ არა სპორტული თემატიკის ფილმი კულტურის ნაწილი. თუ კინემატოგრაფიის, თუნდაც ქართულის, ისტორიას გადავხედავთ (ასევე ფოტო-ხელოვნების და მწერლობის, თუნდაც ქართველ წარმომადგენლებს გავიხსენებთ გურამ თიკანაძე და გურამ რჩეულიშვილი) დოკუმენტური ფილმები მიხეილ მესხზე, მთამსვლელ ჯაფარიძეებზე, გიორგი ნიკოლაძეზე, ასევე მხატვრული ფილმები: „როცა აყვავდა ნუში“, „ფეოლა“, „პირველი მერცხალი“, „ბურთი და მოედანი“, „რეკორდი“ და ა.შ. სპორტი, ისეთივე კულტურის ნაწილია, როგორც „მევენახე“, „მშენებელი“, „კოლმეურნე“ და „გივი“... აღნიშნული მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, ყოველთვის იყო მისაბაძი მაგალითი თაობებისთვის.“
თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალი (TSFF), სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებას ცდილობს და ასევე, ხელს უწყობს საქართველოში კონკრეტულ დროში, შეიქნმას მატიანე კონკრეტულ ადამიანებზე. ამას გარდა, საქართველოშიც ნახონ ის ტენდენციებიც რაც სპორტული კინოს მიმართებით ვითარდება მსოფლიოში. აღნიშნული ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონში შესაბამისი თემით დაინტერესებული კინოდოკუმენტალისტების თავმოყრას, აზრთა გაცვლას და დაახლოებას.
TSFF – 2017 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის ხელშეწყობით იმართება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















