ოდრი ჰეპბერნის პირად ნივთებს აუქციონზე გაყიდიან

საქართველო, თბილისი - 12:48 | 20.06.2017
ნანახია: 1269

ოდრი ჰეპბერნის პირადი ნივთები და ფოტოსურათები მსახიობის არქივიდან Сhristie's-ის აუქციონზე გაიყიდება.

აუქციონი ლონდონში 27 სექტემბერს გაიმართება, 19 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე კი ონლაინ-აუქციონი ჩატარდება.

აუქციონზე გამოიტანენ მსახიობისთვის დიზაინერ იუბერ დე ჟივანშის მიერ შექმნილ კაბებს, Burberry-ის ტრენჩს, ჰეპბერნის სტილით შექმნილ „ბალეტკებს“, ასევე ფილმების „საუზმე ტიფანისთან“ და „შარადას“ სცენარებს.

 თითოეული სამოსის საწყისი ფასი დაახლოებით 100 ათას დოლარს შეადგენს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე