17 ივლისს ფესტივალი „არტ-გენი“ იწყება

საქართველო, თბილისი - 14:32 | 19.06.2017
ნანახია: 1488

ყოველწლიური ფოლკლორული ფესტივალი „არტ-გენი“ თბილისში 17-24 ივლისს გაიმართება. 8 დღის განმავლობაში კონცერტების მასპინძელი ეთნოგრაფიული მუზეუმი იქნება.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მომღერლები, ჯგუფები და ანსამბლები, მათ შორის ნინო ქათამაძე, ნიაზ დიასამიძე, რობი კუხიანიძე, სოფი ვილი და ჯგუფი „ფრანი“. არტ-გენი 24 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით დასრულდება.​

მანამდე, 10 ივლისის არტგენს სურამი უმასპინძლებს ბაიანთხევის ტყეპარკში, ხოლო 12 ივლისს ფესტივალი მცხეთაში, მდინარის პირას სვეტიცხოვლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე