"სვეტის" დამფუძნებლის გატაცებაში ბრალდებულებს "კიდ არქიტექტურის" დამფუძნებელის გატაცებაშიც ადანაშაულებენ
საქართველო, თბილისი - 12:57 | 15.06.2017 ნანახია: 1582
"სვეტის" დამფუძნებლის გატაცებაში ბრალდებულებს "კიდ არქიტექტურის" დამფუძნებელის გატაცებაშიც ადანაშაულებენ. ,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 10 თვის წინ ბრალდებულებმა ზურაბ წერეთლის ოჯახის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი ნიკა შავიშვილი გაიტაცეს.
.შავიშვილმა მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია სამართალდამცავებს გუშინ კიდევ ერთხელ მიაწოდა. ის შსს-ში გამოიკითხა. შავიშვილი ჰყვება, რომ მის გატაცებაშიც ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებიც გია ჯიბლაძის გატაცებაში მონაწილეობდნენ. მისივე ინფორმაციით, გატაცება თბილისის ცენტრიდან მოხდა. შავიშვილი მომხდარის სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„მე ვადასტურებ შარშან, 2016 წლის 21 მაისს ჩემი გატაცების ფაქტს, რომელშიც მონაწილეობდა რამდენიმე იმ პირებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ როგორც მე ვიცი ბატონი გია ჯიბლაძის გატაცებაში. ამ ეტაპზე მე ამით შემოვიფარგლები,“-განაცხადა ნიკა შავიშვილმა.
კომპანია სვეტის დამფუძნებელი გია ჯიბლაძე კი ამბობს, რომ მისი და ნიკა შავიშვილის გატაცება ერთი და იგივე სცენარით განხორციელდა. ჯიბლაძე მიანიშნებს, რომ შავიშვილის გატაცებაშიც ლევან ჩქარეული და ლევან ბახტაძე ფიგურირებენ.
„რამდენიმე პირი, მანქანა ზუსტად იგივე, მერსედესის ვერცხლისფერი მიკრო ავტობუსი ფიგურირებს მის საქმეში, რაზეც ბატონმა ნიკამ ითანამშრომლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან და მიმდინარეობს გამოძიება. დაახლოებით ორი პირი, დანარჩენი დეტალები გამოძიების თემაა. როდესაც არის თემა რამდენიმე პირი, რამდენიმე პირი იყო, ვინც არ მონაწილეობდა ჩვენს საქმეში და ეს ორი პირი არის დასადგენი და აუცილებლად დასაკითხი.
იგივე სცენარით მოხდა დაგეგმვა ჩემი გატაცების, რა სცენარითაც მიმდინარეობდა ბატონი ნიკას გატაცება. თუმცა, პიროვნება როგორც მე გამეცნო ტყუილი სახელით და გვარით და შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვაა, იგივენაირად იცნობდა ბატონი ნიკაც და აღმოჩნდა, რომ არის სხვა,“ - განაცხადა ჯიბლაძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















