ფილმმა „მძევლები“ „კინოტავრის”ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 09:54 | 15.06.2017
ნანახია: 1400


რეზო გიგინეიშვილის ფილმმა „მძევლები“ რუსულ კინოფესტივალზე წარმატებას მიაღწია.  ქართველი რეჟისორის საავტორო ნამუშევარმა ”კინოტავრის”ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა. 

გიგინეიშვილი ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს და კიდევ ერთი პრიზი ფილმის ოპერატორს ვლად ოპელიანცს გადასცეს საუკეთესო ნამუშევრისთვის.

ფილმი მძევლები 1983 წელს თვითმფრინავის გატაცების რეალურ ისტორიას ასახავს. ”მძევლების” მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე