თეოდორა კახიანი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 22:32 | 12.06.2017
ნანახია: 1642

თეოდორა კახიანი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ასპარეზობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 

თეოდორამ ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიელი როზელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ევროპის ჩემპიონატი თბილისში დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 17 ივნისამდე გაგრძელდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე