"ჩემი ბედნიერი ოჯახი" კიდევ ერთი ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველო, თბილისი - 14:08 | 12.06.2017
ნანახია: 1397

ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯილდო -  "ტრანსილვანიის თასი" ქართულ ფილმს "ჩემი ბედნიერი ოჯახი" გადაეცა.

ფილმის ავტორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი არიან.

საუკეთესო ფილმის პრიზის გარდა, ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე ია შუღლიაშვილი ამავე ფილმში საუკეთესო სამსახიობო შესრულებისთვის დაჯილდოვდა.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ რამდენიმე ფესტივალის პრიზიორია, მათ შორი ვისბადენის, ჰონგ-კონგისა და ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე