კრიშტიანუ რონალდუს ტყუპები შეეძინა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 12.06.2017
ნანახია: 2475

„რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს ტყუპები შეეძინა.

ბავშვები სუროგატმა დედამ გააჩინა. ბიჭს მათეო დაარქვეს, გოგოს კი - ევა.

The Sun-ი ჯერ კიდევ მარტში წერდა, რომ ტყუპების სუროგატი დედა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა და ძალიან მალე რონალდუს ბიჭსა და გოგოს გაუჩენდა. ფეხბურთელის პირველი შვილი 6 წლისაა. ის 2010 წელს დაიბადა. ბიჭი ქვეყნიერებას ასევე სუროგატმა დედამ მოავლინა.

თავდამსხმელი ამ დროისათვის ესპანელ ჯორჯინა როდრიგესს ხვდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუს მეგობარი ქალიც ბავშვს ელოდება.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე