დარწმუნებული ვარ, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება - ჟორჟოლიანი ნიკა გავრამიას მიმართავს

საქართველო, თბილისი - 11:43 | 09.06.2017
ნანახია: 1379

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანი ნანუკა ჟორრჟოლიანი ნიკა გვარამიას მადლობას უხდის  და სამომავლო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

„მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება“,- წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია ნიკა გვარამიას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის  თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, თუმცა აღნიშნული ოფიციალურად არ დასტურდება.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე