ოკუპირებულ აფხაზეთში 449 ადამიანი აივ მკურნალობაზეა

საქართველო, თბილისი - 13:50 | 08.06.2017
ნანახია: 2629

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში აივ მკურნალობაზე 3827 ადამიანია, აქედან  449 აფხაზეთში მცხოვრებია.

აღსანიშნავია, რომ  წელს საქართველოში აივ ინფიცირების  251 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ აივ-ით ინფიცირების 6382 შემთხვევაა გამოვლენილი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

ვირუსმატარებელთაგან 4752 - მამაკაცია, 1630 კი ქალი. აქედან შიდსი განუვითარდა 3562 პაციენტს, რომელთაგან 1292 გარდაიცვალა.

ცნობისთვის, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე