10 ფუნტად ნაყიდი ბრილიანტის ბეჭედი აუქციონზე 656 ათას ფუნტად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 12:04 | 08.06.2017
ნანახია: 1746

 

ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც წვრილმანების ბაზრობაზე10 ფუნტად იყო ნაყიდი, ლონდონში Sotheby's აუქციონზე 656 ათას ფუნტად (847 ათასი დოლარი) გაიყიდა.

აუქციონის დაწყებამდე ექსპერტები ბეჭდის გაყიდვას 350 ათას ფუნტად (452 ათასი დოლარი) ვარაუდობდნენ.

მისმა მფლობელმა ბეჭედი ლონდონის ჰაუნსლოუს რაიონში,  ქუჩის ბაზრობაზე შეიძინა.

ის დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა, რომ ბიჟუტერია იყო, ყოველდღიურად ატარებდა, და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ბეჭედში ჩასმული ბრილიანტი 26-კარატიანი იყო.

აუქციონის კიდევ ერთი ვარსკვლავი კარტიეს ბრილიანტის გულსაბნევი გახდა, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი ატარებდა.

გულსაბნევი 81 ათას ფუნტად (104 ათას დოლარდ) გაიყიდა.

Маргарет Тэтчер




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე