სალომე კორკოტაშვილმა ვაშინტონში ამერიკის ჰიმნი შეასრულა - top ხუთეულში შევდივარ (video)

საქართველო, თბილისი - 13:00 | 07.06.2017
ნანახია: 1761

სალომე კორკოტაშვილმა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მომღერალი ღონისძიებაზე ქართველი დიზაინირის, დათუნა სულიკაშვილის კაბით გამოჩნდა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

სალომემ აშშ-ს ჰიმნი შეასრულა, ვიდეო და შთაბეჭდილებები კი სოციალურ ქსელში გაგვიზიარა. 

„ასე ემოციურად არასდროს მიმღერია! ამერიკელების შეფასებამ მოლოდინს გადააჭარბა! მითხრეს, top ხუთეულში შევდივარ და მათ მიმიწვიეს super bowl-ზე, რომ სტადიონზე ვიმღერო ამერიკის ჰიმნი! მინდა, მადლობა ვუთხრა დათუნა სულიკაშვილს, ასეთი ჯადოსნური კაბისთვის და ჩემს ახალ ოჯახს საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში!!!“ - წერს სალომე კორკოტაშვილი. 

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე