მელანია ტრამპის კაბა ღამის პერანგს შეადარეს (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 12:47 | 06.06.2017
ნანახია: 3734

როგორც წესი, ამლედის სამოსი ძაერიკის პირველი ლიან ლამაზი, მოდური და დახვეწილია. მაგრამ ამ დღეებში მელანია ტრამპმა ლამის დაკარგა დახვეწილი ლედის სტატუსი.

ვაშინგტონში ფორდის თეატრში ყოველწლიურ მიღებაზე მას ხორცისფერი კაბა ეცვა, რომელმაც სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

მელანია ტრამპმა აბრეშუმის ხორცისფერი კაბის ჩაცმა გადაწყვიტა, რომელიც ფილიპინელ დიზაინერს მონიკა ლიულეს ეკუთვნის. სამოსი 2595 დოლარად არის შეფასებული.

თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ასეთი დიზაინერული გადაწყვეტილება სათანადოდ ვერ შეაფასეს.

კერძოდ ისინი კაბის სილუეტმა აღაშფოთა. ამ ჯერზე მელანიამ აქცენტი არა წელზე, არამედ მის ზემოთ გაკეთებულ კვანძზე გაამახვილა. მომხმარებლების აზრით, მელანიას სამოსი კაბის ნაცვლად ღამის პერანგს გავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე