ოკუპირებულ აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:39 | 23.05.2017
ნანახია: 1768

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გერმანიის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას რუსეთის სასაზღვრო სამმართველო ავრცელებს.

მათი თქმით, გერმანიის მოქალაქემ განმარტა, რომ ის საფეხმავლო ტურიზმით არის დაკავებული და არ იყო ინფორმირებული ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის შესახებ. გერმანიის დაკავებული მოქალაქე სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის შესაბამის ორგანოებს გადასცეს.

მომხდარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. 

უწყების ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად მუშაობს გერმანიის მოქალაქის გასათავისუფლებლად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე