„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მსუბუქი მანქანა ამობრუნდა

საქართველო, თბილისი - 10:39 | 23.05.2017
ნანახია: 1265

„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მსუბუქი მანქანა ამობრუნდა. ავარიის ზუსტი მიზეზები უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ესტაკადის ასასვლელზე საგზაო ნიშნებსა და ბორდიურს შეეჯახა.

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებსა და საპატრულო ეკიპაჟი მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე