ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:24 | 22.05.2017
ნანახია: 1356

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 წლის არჩილ დავითაძე ასტანაში 18 მაისს დაიკარგა.

დავითაძის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველოს საკონსულო დავითაძის დაკარგვის პირველივე დღიდან, კონტაქტზე იყო ოჯახთან. მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ოჯახი ინფორმირებულია.

გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია.

არჩილ დავითაძე ყაზახეთის მოქალაქეზე იყო დაქორწინებული და ქვეყანაში ცხოვრების უფლებით სარგებლობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე