სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა ძალაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 22.05.2017
ნანახია: 1209

სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, არ არსებობს ახალი გარემოებები, რაც  გათავისუფლების გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა. 

დღევანდელ პროცესს ესწრებოდა მხოლოდ ვასილ ლელუაშვილი. ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდნენ, რაც მოსამართლემ სხდომის გადადების მიზეზად მიიჩნია და საქმის პირველი არსებითი განხილვა ჯერ ვერ შედგა.  დანარჩენ ბრალდებულებს დავით ახალაიას და გიორგი ლორთქიფანიძეს, შეგახსენებთ, რომ ამჟამად ისინი მიმალვაში იმყოფებიან.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე