ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაჩო სირაძე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 09:00 | 22.05.2017
ნანახია: 1727

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაჩო სირაძე დააკავეს. მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები ძალოვნებს მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ და მიზეზად პრეზიდენტის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან კონფლიქტს ასახელებენ. მათი მტკიცებით, ბაჩო სირაძე კანონდარღვევით დააკავეს, ტაქსის მძღოლმა ის სხვა მისამართზე წაიყვანა, სადაც დააკავეს. სამართალდამცველებმა ბაჩო სირაძის სახლი გაჩხრიკეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 260-ე მუხლით აღიძრა.

ბაჩო სირაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე